„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ მარცხის (0:4) შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.
ესპანელი წერს, რომ ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ ამიტომ იბრძვის და საპასუხო მატჩში ქამბექის იმედი აქვს:
„ჩემი სრული მხარდაჭერა ჰანსი ფლიკს, ფეხბურთელებს და დეკოს. ყველა გულშემატკივრის დახმარებით, დარწმუნებული ვარ, რომ 3 მარტს „კამპ ნოუზე“ ისტორიული ქამბექის შესაძლებლობა გვექნება. სამწუხაროდ, გუშინ არაერთ პრობლემას წავაწყდით, მოედნის საშინელი პირობებიდან დაწყებული, გაუქმებული გოლის შეცდომამდე, რამაც ხელი შეგვიშალა ქამბექის მცდელობის დაწყებაში. კუბარსისთვის არასწორად გაუქმებული გოლი ნამდვილი იმედგაცრუებაა, მსგავსი რამ ვნახეთ „სოსიედადთან“, როცა იამალის გოლი არ ჩათვალეს. არავინაა უდანაშაულო. სწორედ ამიტომ მიწევს ყველაფრის და ყველას წინააღმდეგ ბრძოლა. ახლა, როგორც არასდროს, ფეხბურთელების გვერდით უნდა დავდგეთ. ყველას ვთხოვე, რომ გააცნობიერონ ჩვენი სიყვარული და სიამაყე, რომელსაც ვგრძნობთ ჩვენი ფერების დაცვის მხრივ“, - წერს ლაპორტა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ – „ატლეტიკოს“ საპასუხო შეხვედრა 3 მარტს გაიმართება.







