სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:27 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "კარლსრუე" გაანადგურა

გერმანიის II ბუნდესლიგის 22-ე ტურში „ნიურნბერგმა“ „კარლსრუე“ 5:1 გაანადგურა.

მიროსლავ კლოზეს გუნდმა მეტოქეს ყველაფერში აჯობა: ჰეთ-თრიქი შეასრულა მოჰამედ ალი ზომამ, ხოლო დუბლით იულიან იუსტვანი გამოირჩა.

ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ისევ კარგად. მას მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„ნიურნბერგი“ 22 ტურში მოპოვებული 29 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 თებერვალს, „ბოხუმს“ ესტუმრება.

0.095305