სხვა

1:50 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ეგაძემ ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა ნიკა ეგაძემ, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში ძალიან კარგად იასპარეზა და საბოლოოდ, მე-10 ადგილი დაიკავა.

ეგაძის გამოსვლა მსაჯებმა თავისუფალ პროგრამაში 175.16 ქულით შეაფასეს. უფრო მაღალ ქულასაც მიიღებდა, გამოსვლის დასაწყისში რომ არ წაქცეულიყო. მან ტექნიკურ ელემენტებში 96.23 ქულა მიიღო, ხოლო პროგრამულ სეგმენტებში - 79.93. მოკლე პროგრამაში ნიკას 85.11 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, ჯამში 260.27 ქულა დააგროვა და საბოლოოდ, ზამთრის ოლიმპიადა მე-10 ადგილზე დაასრულა.

მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე მე-15 იყო, შესაბამისად, 5 საფეხურით წინსვლა მოახერხა, რადგან თავისუფალ პროგრამაში უკეთ იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ სარბიელზე ვაჟთა ერთეულებში საქართველოს საუკეთესო შედეგი დღემდე ეკუთვნოდა მორის ყვითელაშვილს, რომელმაც პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეათე ადგილი დაიკავა.

ოლიმპიური ჩემპიონი ყაზახი მიხაილ შაიდოროვი გახდა, ვერცხლი და ბრინჯაო იაპონელებმა - იუმა კაგიამამ და შუნ სატომ მოიპოვეს.

1. მიხაილ შაიდოროვი (ყაზახეთი) – 291.58 ქულა

2. იუმა კაგიამა (იაპონია) – 280.06

3. შუნ სატო (იაპონია) – 274.90

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი პროგრამა სრულად ჩააგდო ილია მალინინმა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი იყო და თითქოს, ოქროს მთავარი პრედენტენდიც გახლდათ, მაგრამ საბოლოოდ, მერვე ადგილი დაიკავა.

0.165698