სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:25 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში „დორტმუნდმა“ „მაინცი“ 4:0 გაანადგურა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა სერჰუ გირასიმ დუბლი შეასრულა, ერთიც მაქსიმილიან ბაიერმა შეაგდო. აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში საგოლე პასის ავტორი იულიან რიერსონია. მატჩის მიწურულს სტუმრებმა ავტოგოლიც გაიტანეს და ოთხბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა.

„დორტმუდმა“ ბუნდესლიგაში ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო და 51 ქულა დააგროვა, მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება „ბაიერნს“, მაგრამ მიუნხენელებს ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ. „დორტმუნდი“ მომდევნო ტურში 21 იანვარს, „ლაიფციგს“ ესტუმრება.

0.09106