სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:24 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "მოდრიჩი საოცარია, მისგან ყველამ უნდა ვისწავლოთ"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „პიზასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა, რომელმაც 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ალეგრი 40 წლის ხორვატი ფეხბურთელით აღფრთოვანებულია და ჟურნალისტებს მის შესახებ უთხრა:

„მოდრიჩზე რა უნდა ვთქვა? ის საოცარია. მისი შესანიშნავი ტექნიკური თვისებების გარდა, რომელიც ბრწყინვალეა, სწორედ მას სჯეროდა ბოლომდე, რომ გამარჯვება შეგვეძლო. ყველამ უნდა ვისწავლოთ მისგან, წარმოუდგენლად თავმდაბალია. ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს“, - თქვა ალეგრიმ.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ლუკა მოდრიჩს 23 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. „მილანი“ 53 ქულით მეორე ადგილზეა და 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

0.094024