კრიშტიანუ რონალდუმ როგორც ჩანს, ბოიკოტი შეწყვიტა და „ალ-ნასრს“ უბრუნდება.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, პორტუგალიელი ფეხბურთელი საუდი პრო ლიგის მორიგ ტურში „ალ-ფატეჰის“ წინააღმდეგ ითამაშებს.
რონალდუმ „ალ-ნასრის“ ბოლო სამი მატჩი თვითნებურად გამოტოვა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის და საინვესტიციო ფონდის დამოკიდებულებით უკმაყოფილო იყო. კრიშტიანუ ფიქრობს, რომ საინვესტიციო ფონდი უფრო მეტ ფულს „ალ-ჰილალსა“ და „ალ-იტიჰადში“ ხარჯავს, რომლებიც „ალ-ნასრის“ კონკურენტები არიან. ამიტომაც, „ალ-ნასრს“ უჭირს საუდის არაბეთში ტიტულებისთვის ბრძოლა.
თუმცა, როგორც ჩანს, პროტესტი შეწყვიტა და ახლა გუნდის დახმარებას ისევ ეცდება. კრიშტიანუს საუდი პრო ლიგის მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი.







