კალათბურთი

12:12 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კრის პოლმა კარიერა დაასრულა

ამერიკელმა კალათბურთელმა კრის პოლმა კარიერა დაასრულა. 40 წლის მოთამაშემ ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.

„ძალიან რთულია გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ ახლა, მაგრამ მადლიერი ვარ. ეს ეტაპი დასრულებულია. კალათბურთი ყოველთვის დარჩება ჩემს გულში, ყველაფერი დასრულდა“, - დაწერა პოლმა სოციალურ ქსელში.

პოლ პირსი ბოლოს ლოს ანჯელეს „კლიპერსში“ თამაშობდა, რომლის ღირსებას აგრეთვე, 2011-2017 წლებშიც იცავდა. გარდა ამისან, მან „ნიუ ორლეანის“, „ჰიუსტონის“, „ოკლაჰომას“, „ფინიქს სანსის“, „გოლდენ სტეიტის“ და „სან ანტონიოს“ შემადგენლობაში ითამაშა.

კრის პოლი აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (2008, 2012), ხოლო 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თეგებიკრის პოლი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08238