„მილანს“ ლუკა მოდრიჩის შენარჩუნება სურს და მზადაა მისი კონტრაქტის 2027 წლამდე გახანგრძლივების ოფცია გამოიყენოს.
თუმცა მოდრიჩი თავის მომავალს მომდევნო თვეებში გადაწყვეტს. თუ ის კარიერას გააგრძელებს, „მილანს“ შესანიშნავი შანსი ექნება, რომ ხორვატი ნახევარმცველი, რომელიც 40 წლისაა, კვლავ შეინარჩუნოს.
მოდრიჩი „მილანმა“ გასულ ზაფხულს უფასოდ დაიმატა და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა ერთი წლით განახლების ვარიანტით.
ლუკა შესანიშნავად მოერგო „როსონერის“ - გუნდის ლიდერია და მიმდინარე სეზონში იტალიური კლუბის რიგებში ჩატარებულ 26 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.







