ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გამოეთიშა.
ბასილაშვილი შვედ ელიას იმერს შეხვდა, რომლის წინააღმდეგ პირველი სეტი 3:6 დათმო, ხოლო მეორე სეტში 5:6 მარცხდებოდა, როდესაც ქართველმა ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა, შესაბამისად, გამარჯვება მეტოქეს ერგო. მატჩი 1 საათისა და 33 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 137-ე ადგილს იკავებს.







