მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტურ სლალომში ქართველი მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური გამოვიდა.
მან 81 მონაწილეს შორის 61-ე ადგილი დაიკავა. ქართველმა დისტანცია 1:28:21 წუთში დაფარა და ლიდერს, თითქმის 15 წამით ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ დისციპლინას ბრაზილიელი მოთხილამურე ლუკას პინეირო ლიდერობს.







