ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგირულ ციგურაობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე გლებ სმოლკინს სამზარეულოს მენიუ არ მოეწონა. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.
„ოლიმპიურ სოფელში რუსული ან ქართული სამზარეულო ვერ ვიპოვეთ, არაფერია მსგავსი. აქაური საკვები ევროპულია და ჯერჯერობით, ერთფეროვანი. პეკინში 2-3 კვირის განმავლობაში ერთი და იგივე მენიუ გვქონდა და აზიური საკვები ჩემთვის ცოტა უფრო რთული მოსანელებელი იყო. ევროპული სამზარეულო ცოტა უფრო მარტივია, მაგრამ მაკარონი უკვე ნელ-ნელა კუჭს მტკენს. დამპირდნენ, რომ მენიუს ხუთ დღეში შეცვლიდნენ.
რაც შეეხება ოლიმპიურ სოფელში სიტუაციას, ოთახები მზად დაგვხვდა და ისეა მოწყობილი, როგორც უნდა იყოს.ზოგჯერ ელექტრო ენერგია ითიშებოდა, მაგრამ ეს არ გამკვირვებია. ოლიმპიადა უზარმაზარი შეჯიბრია და ალბათ, ყველაფრის იდეალურად გაკეთება შეუძლებელია“, - თქვა სმოლკინმა.
შეგახსენებთ, რომ გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე მე-13 ადგილი დაიკავა.







