აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეოცე ტურში „ზირამ“ „კარვანი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი დავით ვოლკოვმა გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა მეტოქის კარი მეოცე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა და შემდეგ არაფერი შეცვლილა. ის მოედანზე შეუცვლელად იყო, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს.
ვოლკოვს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო პაპუნაშვილის აქტივში 19 თამაშში 3 გოლია.
„ზირა“ 35 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 თებერვალს, „ტურანს“ ესტუმრება.







