გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში „ჰამბურგმა“ „უნიონ ბერლინი“ დაამარცხა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველი მცველი თამაშში შეცვლაზე, 74-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 8 წუთის შემდეგ მისი პასით რენსფორდ კონიგსდორფერმა დალაშქრა მეტოქის კარი, რომელმაც ანგარიში 3:1 გახადა. საბოლოოდ, „ჰამბურგმა“ 3:2 მოიგო.
გოჩოლეიშვილისთვის ეს პირველი საგოლე პასი იყო ბუნდესლიგაში (17 მატჩში), სამი თამაში მას გერმანიის თასზეც აქვს ჩატარებული.
„ჰამბურგმა“ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა, 25 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 20 თებერვალს, „მაინცს“ ესტუმრება.







