სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:47 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კეინის დუბლით „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის 22-ე ტურში „ვერდერი“ დაამარცხა

დღეს, 14 თებერვალს გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის ექვსი მატჩი იმართება. ხუთი უკვე დასრულდა.

ბრემენის „ვერდემა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ჰარი კეინმა პენალტით 22-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე გოლი 25-ე წუთზე გაიტანა. ლეონ გორეცკამ 70-ზე გაასამა.

ლევერკუზების "ბაიერმა' "ზანქტ პაული" 4:0 გაანადგურა. გოლები ყოფილმა ლივერპულელმა ჯარელ ქუანსამ, პატრიკ შიკმა, ედმონდ ტაპსობამ და ერნესტ პოკუმ გაიტანეს.

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო. ამჯერად ბერლიის „უნიონთან“ 3:2. ქართველი მინდორზე 74-ე წუთზე გამოჩნდა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. სხვათა შორის, დღეს გიორგი 25 წლის გახდა. ახლა „ჰამბურგმა“ 21 მატჩის შემდეგ 25 ქულა დააგროვა და გათამაშბის ცხრილში მე-9 ადგილზეა.

ხოლო ლიდერი კვლავ 57-ქულიანი „ბაიერნია.“

გერმანია. ბუნდესლიგა. 22-ე ტური. 14 თებერვალი: ჰოფენჰაიმი - ფრაიბურგი 3:0, ჰამბურგი - უნიონ ბერლინი 3:2, ვერდერი - ბაიერნი 0:3, ლევერკუზენი - ზანქტ პაული 4:0, აინტრახტი - გლადბახი 3:0, შტუტგარტი - კიოლნი მოგვიანებით გაიმართება

0.096044