ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში „ვილიარეალი“ „ხეტაფეს“ ესტუმრა, რომელთანაც დამარცხდა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძემ ისევ გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა 2026 წელს ლა ლიგაში უკვე მეოთხე გოლი შეაგდო, მათ შორის, ზედიზედ მეორე შეხვედრაში.
„ვილიარეალი“ 0:2 ჩამორჩა, მიქაუტაძე არ იყო ძირითად შემადგენლობაში და სწორედ ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ ჩართო მარსელინომ თამაშში. ეს მოხდა 65-ე წუთზე, ხოლო 10 წუთში გიორგიმ გოლი გაიტანა. მან საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა და მეტოქის კარი დალაშქრა, რითაც სხვაობა შეამცირა. თუმცა, „ვილიარეალმა“ მეტი ვერ შეძლო და 1:2 დამარცხდა.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 4 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 28 შეხვედრაში 9 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 45 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 თებერვალს, „ლევანტეს“ სტუმრად შეხვდება.







