ფეხბურთი

21:24 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გომესი: „ვფიქრობ, ამ თასის მოგება კარგი შანსია წარმატებული სეზონის ჩასატარებლად“

„ლივერპულის“ ცენტრალურმა მცველმა, ჯოზეფ გომესმა, „ბრაიტონთან“ ქვეყნის ასოციაციის თასის 1/16 ფინალის მატჩის წინ, ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი ამ სეზონში თასის მოგების იმედოვნებს. მატჩი დღეს, 14 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

„რა თქმა უნდა, გვსურს თასის შეჯიბრებებში საუკეთესო შედეგის ჩვენება და ყველანი ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. არ გვაქვს მარტივი სეზონი პრემიერლიგაში და ვფიქრობ, ეს კარგი შანსია წარმატებული სეზონის ჩასატარებლად. ასოციაციის თასი ისტორიული ჯილდოა და ვფიქრობ, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ვიმედოვნებ, მოვიგებთ“, - განაცხადა გომესმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

0.173818