ფეხბურთი

21:47 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში „სალფორდ სიტი“ დაამარცხა

ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდის მატჩში (ჩვენებურად 1/16 ფინალი) „მანჩესტერ სიტიმ“ „სალფორდ სიტის“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ალფი დორინგტონმა ავტოგოლი მეექვსე წუთზე გაიტანა, ხოლო მარკ გეჰიმ 81-ე წუთზე ქალაქელთა უპირატესობა გააორმაგა.

წინა რაუნდში „მანჩესტერ სიტიმ“ „ექსეტერ სიტის“ 10:1 მოუგო.

თასის მოქმედი მფლობელი ‘კრისტალ პალასია’, რომელმაც ფინალში „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა.

0.089326