ფეხბურთი

22:18 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში გრაცის „შტურმი“ „ტიროლთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო.

ქართველი ნახევარმცველი პირველ ტაიმში დაშავდა და 42-ე წუთზე შეცვალეს. მან კუნთის დაზიანება მიიღო, ჯერ უცნობია ტრავმის ხარისხი, რომელსაც სამედიცინო შემოწმება გამოაჩენს.

ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ჩემპიონატში 17 შეხვედრაში 8 გოლით და 3 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.

„შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში 31 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 თებერვალს, „ლინცს“ უმასპინძლებს.

0.168059