საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში „სენტ ეტიენმა“ სტუმრად „გენგამი“ ზურიკო დავითაშვილის დუბლით 2:1 დაამარცხა.
ქართველ შემტევს შესანიშნავი სტარტი ჰქონდა თამაშში: მე-10 წუთზე მან პენალტით გახსნა ანგარიში, ხოლო ოთხ წუთში თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ პრესტიჟის გოლი გაიტანეს.
ზურიკო დავითაშვილს 19 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი) და ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ლიდერს კი ერთადერთი გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა, ქართველს ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც აქვს გატანილი.
„სენტ ეტიენი“ 40 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 თებერვალს, „ლავალს“ უმასპინძლებს.







