ფეხბურთი

23:55 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლმა“ ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში „ასტონ ვილა“ დაამარცხა

დასრულდა ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდის (ჩვენებურად 1/16 ფინალი) მატჩი „ასტონ ვილასა“ და „ნიუკასლ იუნაიტედს“ შორის. „კაჭკაჭებმა“ 1:3 მოიგეს.

ტემი აბრაამმა მასპინძელი გუნდი მე-14 წუთზე დააწინაურა. ბირმინგემელთა მეკარე მარკო ბიზოს 45+1 წუთზე წითელი ბარათი უჩვენეს. ამის შემდეგ ნიუკასლელთა ჯერი დადგა.

სანდრო ტონალიმ ანგარიში 63-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო მეორე გოლი მანვე 76-ე წუთზე გაიტანა. სტუმართა მესამე გოლი ნიკ ვოლტემადემ 88-ე წუთზე შეაგდო.

0.094977