„ჩელსის“ მცველი მარკ კუკურელია ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო სამიდან ოთხ კვირამდე ვერ ითამაშებს, იტყობინება AS. ამიტომ, მცველი 1 მარტს „არსენალის“ წინააღმდეგ ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩში მონაწილეობის ვერ მიიღებს.
ესპანელი მცველი ტრავმის გამო პრემიერლიგის 26-ე ტურში „ლიდსთან“ ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
27 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე კლუბის მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, ერთი ბური გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 44 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „არსენალი“ 57 ქულით ლიდერობს.







