საუდის არაბეთის პრო ლიგის 22-ე ტურის მატჩი „ალ-ფატეჰსა“ და „ალ-ნასრს“ შორის დასრულდა. სტუმარი გუნდის ფეხბურთელებმა 0:2 გაიმარჯვეს.
კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა ანგარიში. „ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა გოლი მე-18 წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმში, 78-ე წუთზე, სტუმართა თავდამსხმელმა აიმან იაჰიამ თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა საუდური კლუბის ბოიკოტის დასრულების შემდეგ პირველ მატჩში კარიერაში 962-ე გოლი გაიტანა.
„ალ-ნასრი“ ამჟამად 21 მატჩიდან 52 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. 53 ქულით „ალ-ჰილალი“ ლიდერობს. „ალ-ფატეჰმა“ 24 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა.







