ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურის მატჩში, მადრიდის „რეალმა“ „სოსიედადს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
„რეალის“ თავდამსხმელმა გონსალო გარსიამ ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნა. სტუმართა თავდამსხმელმა მიკელ ოიარსაბალმა 21-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა ანგარიში. ვინისიუს ჟუნიორმა მადრიდელები 25-ე წუთზე ისევ წინ გაიყვანა, ასევე პენალტით. ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ 31-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანა, ხოლო ვინისიუს ჟუნიორმა მეორე ტაიმის დასაწყისში მეორე გოლი გაიტანა, მატჩში მეორე პენალტით.
ესპანეთის ლიგაში 24 მატჩის შემდეგ, მადრიდის „რეალს“ 60 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „სოსიედადს“ 31 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა.







