კალათბურთი

10:25 | 15.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის შესანიშნავი თამაში და "ტენერიფეს" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოცე ტურში „ტენერიფემ“ „ბრეოგანი“ 90:81 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი შერმადინმა 23 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 11-დან 8 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 12 მოგებით და 8 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 მარტს, „მანრესას“ ესტუმრება.

0.16525