ტყვიის სროლაში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე, რომელსაც ბურგასი (ბულგარეთი) მასპინძლობდა, შედეგიანად იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა. ჩვენმა 16, 18 და 21-წლამდელებმა 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში მედლები მოიპოვეს.
21 წლამდელებში საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს მიაღწია მარიამ მარშავამ, რომელმაც სოლო ტურნირის ფინალში, ჩეხი ვიქტორია სინდლეროვა დრამატულ დაპირისპირებაში 15:13 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
მარიამ მარშავამ ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი მუმლაძესთან შერეულ წყვილში. საქართველოს წარმომადგენლებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესპანელთა წყვილი 17:9 დაამარცხეს.
ასევე წარმატებული ასპარეზობა ჰქონდათ 18-წლამდელებს - გუნდურში 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს თამარ ჯინჭარაძემ, ლიზი აღნიაშვილმა და ქეთი ჭილაძემ.
შედეგიანად გამოვიდა 16-წლამდე ვაჟთა სამეულიც - სერგო გიორხელიძემ, ლუკა კობახიძემ და რევაზ ლილუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
GEONOC.ORG.GE







