სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:04 | 15.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" დირექტორი: "ჩვენ 3 ქულა დავკარგეთ, იტალიურმა ფეხბურთმა უფრო მეტი - სანდოობა"

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ და მენეჯერმა, ჯორჯო კიელინიმ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ ხმაურიანი განცხადებები გააკეთეს.

პიერ კალულუსთვის წითელი ბარათის ჩვენებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მატჩის შემდეგ „იუვენტუსის“ მხრიდან მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების ნაცვლად პრესკონფერენციაზე კლუბის ხელმძღვანელები გამოჩნდნენ.

„რაც დღეს მოხდა, სამარცხვინო ფაქტია. მთელმა მსოფლიომ ნახა ეს, მთელი სეზონის განმავლობაში დაშვებული ჩვენს წინააღმდეგ შეცდომებს უშვებენ. ძალიან, ძალიან რთულია ასეთი უსამართლობის მიღება. შევაქეთ ფეხბურთელები მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები და მწვრთნელი იმედგაცრუებული არიან, მაგრამ დღეს ფეხბურთზე საუბარს აზრი არ აქვს. მინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო, დღეს ფეხბურთის თამაში არ შეგვეძლო. დღეს ჩვენ სამი ქულა დავკარგეთ, მაგრამ იტალიურმა ფეხბურთმა უფრო მეტი დაკარგა - სანდოობა. ეს ყველაფერი მიუღებელია“, - თქვა კომოლიმ.

„დღეს ფეხბურთზე საუბარი არ შეგვიძლია, მომხდარის შემდეგ ეს შეუძლებელია. მიმდინარე სეზონში უკვე მერამდენედ რაღაც მიუღებელი ხდება. ერთხელ ჩვენ დაგვემართა, ერთხელ სხვებს. ხვალიდან ალბათ VAR-ის სისტემა შეიცვლება, მაგრამ ასეთი შეცდომა მიუღებელია. ასეთი მატჩის გაფუჭება მიუღებელია მსაჯის გამო, რომელიც ამ დონეს არ შეესაბამება“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯმა უხეში შეცდომა დაუშვა, პიერ კალულუ გააძევა, როცა თამაშის წესი არ დაურღვევია და „ინტერის“ ფეხბურთელის, ალესანდრო ბასტონის მხრიდან სიმულაციას ჰქონდა ადგილი, რომელიც მეორე ყვითელ ბარათს, შესაბამისად, წითელ ბარათს იმსახურებდა. საბოლოოდ, „ინტერმა“ 10-კაციან „იუვენტუსს“ მეორე ტაიმში აჯობა და 3:2 გაიმარჯვა.

0.091835