მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტურ სლალომში ქართველი მოთხილამურე ნინო წიკლაური გამოვიდა.
წიკლაურმა დისტანცია 1:12:39 წუთში დაფარა, რის შედეგადაც 56-ე ადგილზეა, ხოლო ლიდერთან 9.16-წამიანი ჩამორჩენა აჩვენა.
ქართველი მოთხილამურის საბოლოო პოზიცია მეორე დაშვების შედეგად გაირკვევა. ფაქტია, ის მედლებისთვის ვერ იბრძოლებს.
პირველი დაშვების შემდეგ ლიდერი იტალიელი ფედერიკა ბრინიონეა, მეორე ადგილს გერმანელი ლენა დუერი იკავებს, ხოლო მესამეს - იტალიელი სოფია გოჯა.







