იტალიის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯანლუკა როკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩში მთავარი მსაჯის, ფედერიკო ლა პენას უხეში შეცდომა აღიარა.
როგორც მან თქვა, სიმულაცია აშკარა იყო და სერია A-ში ყველა ფეხბურთელი მსაჯის მოტყუებას ცდილობს:
„ღრმად ვწუხვართ ამ ინციდენტის გამო: ლა პენას აშკარად არასწორი გადაწყვეტილების გამო და იმის გამო, რომ VAR-ის გამოყენებით გადაწყვეტილების შეცვლა არ შეეძლო. ლა პენა იმედგაცრუებულია და თანავუგრძნობთ მას, მაგრამ სიმართლე უნდა გითხრათ: ის ერთადერთი არ არის, ვინც შეცდომა დაუშვა: გუშინ აშკარა სიმულაცია იყო. ეს უკანასკნელია ხანგრძლივი სერიიდან ჩემპიონატიდან, სადაც ყველანაირად ცდილობენ ჩვენს შეცდომაში შეყვანას“, - თქვა როკიმ.
იტალიური მედია იტყობინება, რომ ფედერიკო ლა პენას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ 10-კაციან „იუვენტუსს“ ბოლო წუთზე გატანილი გოლით 3:2 მოუგო.





