სხვა

18:17 | 15.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა

ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველმა მოთხილამურე ნინო წიკლაურმა 49-ე ადგილი დაიკავა.

წიკლაურმა პირველი დაშვებისას 1:12:39 წუთში 56-ე შედეგი აჩვენა, ხოლო მეორე დაშვებას 1:19:40 წუთი მოანდომა, მაგრამ წინსვლა მოახერხა და საბოლოოდ, გიგანტურ სლალომში გამოსვლა 49-ე საფეხურზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს. წიკლაური 18 თებერვალს კიდევ იასპარეზებს, ამჯერად სლალომში.

გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი იტალიელი ფედერიკა ბრინიონე გახდა, რომელმაც მიმდინარე ოლიმპიადაზე უკვე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლები შვედ სარა ექტორს და ნორვეგიელ ლუის სტიერნესუნდს ერგოთ, რომლებმაც თანაბარი შედეგი დააფიქსირეს, ამიტომაც, ორივემ ვერცხლი მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092013