კალათბურთი

19:17 | 15.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კორსანტიას 7-ქულიანი მატჩი ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო მეორე დივიზიონის 21-ე ტურში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოა“ სტუმრად „ესტელასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 90:91 დამარცხდა.

კორსანტიამ 19 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 7 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„გიპუზკოა“ 12 მოგებით და 8 წაგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 21 თებერვალს, სტუმრად „ზამორას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092831