გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „აუგსბურგთან“ დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი თამაშში მხოლოდ 81-ე წუთზე ჩაერთო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი მიიღო. ზივზივაძეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.
„ჰაიდენჰაიმი“ 22 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნის რეალური საფრთხის წინაშეა, მომდევნო ტურში კი 22 თებერვალს, „შტუტგარტს“ უმასპინძლებს.







