კალათბურთი

22:05 | 15.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 6 ქულა და "ბარსელონას" მარტივი გამარჯვება

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოცე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „მანრესა“ 97:60 დაამარცხა.

მასპინძლებმა მეტოქე ძალიან დაჩაგრეს და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.

თორნიკე შენგელიამ 20 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11 იყო.

„ბარსელონა“ 14 გამარჯვებით და 6 მარცხით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 მარტს, „ბრეოგანს“ ესტუმრება.

0.091015