ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის მორიგ ტურში დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტი“ „ლეიმა კორუნიასთან“ უშანსოდ, 65:85 დამარცხდა.
სანაძემ 23 წუთში თავის გუნდს 8 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. დუდამ 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.
„პალმერ ბასკეტი“ 3 მოგებით და 16 წაგებით მე-16 ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 თებერვალს, „კარტახენას“ სტუმრად დაუპირისპირდება.







