„ლივერპულში“ არნე სლოტი მომავალი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილზეა დამოკიდებული.
როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, თუ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს ან ტიტულს ვერ მოიგებს (მაგალითად, ჩემპიონთა ლიგას), სეზონის ბოლოს შესაძლოა, ნიდერლანდელი სპეციალისტი გაათავისუფლონ.
სკირა წერს, რომ „წითლებში“ სლოტის შეცვლის მთავარი კანდიდატი ჩაბი ალონსოა, რომელიც „რეალიდან“ ცოტა ხნის წინ დაითხოვეს. ასე რომ, ყველაფერი მომდევნო თვეებზე იქნება დამოკიდებული.
არნე სლოტმა „ლივერპული“ 2024 წელს ჩაიბარა, როცა იურგენ კლოპი შეცვალა და პირველივე სეზონში კლუბს პრემიერლიგაში მოაგებინა.







