იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლიმ“ „რომას“ უმასპინძლა და გუნდებმა დაძაბულ ბრძოლაში ქულები გაიყვეს.
ჯან პიერო გასპერინის „რომა“ ორჯერ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერცერთხელ შეინარჩუნა და საბოლოოდ, შინ ქულით დაბრუნება მოუწია. ანგარიში მეშვიდე წუთზე გაიხსნა, დონიელ მალენის გოლით, რასაც „ნაპოლიმ“ ტაიმის ბოლოს ლეონარდო სპინაცოლას გოლით უპასუხა.
მეორე ტაიმშიც თამაშს იგივე სცენარი ჰქონდა: „ჯალოროსი“ ისევ მალენმა დააწინაურა, ხოლო „აძურიმ“ მეორედ გაათანაბრა, ამჯერად ალისონ სანტოსის გოლით და 2:2.
„ნაპოლის“ 50 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა, ხოლო „რომა“ 47 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.
„ნაპოლი“ – „რომა“ 2:2 (1:1)
გოლები: 0:1 მალენი (7), 1:1 სპინაცოლა (40), 1:2 მალენი (71, პენ), 2:2 ალისონი (82)







