სხვა

10:26 | 16.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მეტელკინა: "კმაყოფილი არ ვარ, რადგან მაქსიმალისტი ვარ"

ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილს მედლის რეალური შანსი აქვთ, რადგან მეორე ადგილს იკავებენ.

მეტელკინამ გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა:

„მე ყოველთვის მაქსიმალისტი ვარ, ამიტომ არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ შეცდომა დავუშვი იმ ელემენტში, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე კომფორტულია ჩემთვის. ვეცდები, ყველაფერი სუფთად გავაკეთო. აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ იმით, რაც ჩემმა პარტნიორმა დღეს გააკეთა. ასევე მადლიერი ვარ იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც გამიწია.

გუნდური გამოსვლა? ცოტა დავიღალე. კარგი იყო, რომ გუნდური ღონისძიების შემდეგ ყინულის გამოცდა შევძელით. თუმცა, მეორე მხრივ, რთულია ამდენი ხნის განმავლობაში საუკეთესო გონებრივი და ფიზიკური ფორმის შენარჩუნება. ბოლო დღეა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანანებელი არ გვქონდეს“, - თქვა ანასტასიამ.

19 მონაწილიდან 16 წყვილი გადავიდა ფინალში, რომელიც 16 თებერვალს გაიმართება და წყვილები თავისუფალ პროგრამას წარადგენენ. საქართველოს ზამთრის ოლიმპიადაზე ისტორიული მედლის რეალური შანსი აქვს, რადგან მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა-ბერულავას წყვილი 75.46 ქულით მეორე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096535