სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:15 | 16.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი II ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში

„ნიურნბერგის“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი გერმანიის II ბუნდესლიგის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელმა ცნობილმა გამოცემა Kicker-მა გამოარჩია „კარლსრუესთან“ შესანიშნავი მატჩისთვის (5:1). ამ გაზეთის ვერსიით, ლუკა მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურში. ლოჩოშვილთან ერთად სიმბოლურშია „შალკეს“ ვეტერანი ფორვარდი ედინ ჯეკოც.

ლუკა ლოჩოშვილს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„ნიურნბერგი“ 22 ტურში მოპოვებული 29 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 თებერვალს, „ბოხუმს“ ესტუმრება.

0.089484