მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველმა მოთხილამურე ლუკა ბუჩუკურმა გამოსვლა დაასრულა.
ბუჩუკურმა ძალები სლალომში მოსინჯა, მაგრამ პირველი დაშვება ვერ დაასრულა, შესაბამისად, ასპარეზობას გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ბევრმა მონაწილემ ვერ შეძლო გამოსვლის დასრულება მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ბუჩუკური მანამდე გიგანტურ სლალომში გამოვიდა, სადაც 81 მონაწილეს შორის 56-ე ადგილი დაიკავა.







