„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა „ნიურნბერგთან“ მატჩის (1:5) შემდეგ თავისი გუნდის მცველები გააკრიტიკა, ხოლო ლუკა ლოჩოშვილი შეაქო.
43 წლის გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მცველმა ისე უნდა ითამაშოს, როგორც ლოჩოშვილმა ითამაშა:
„გოლების მომენტებში დაცვაში არაპროფესიონალურად ვითამაშეთ. „ნიურნბერგის“ მარცხენა ცენტრალურ მცველს შევხედოთ - აი, ასე უნდა დაიცვა თავი“, - თქვა მატჩის შემდეგ „კარლსრუეს“ მწვრთნელმა.
ლუკა ლოჩოშვილს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
„ნიურნბერგი“ 22 ტურში მოპოვებული 29 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 თებერვალს, „ბოხუმს“ ესტუმრება.







