„სანტოსმა“ პაულისტას ჩემპიონატის მე-8 ტურის საშინაო მატჩში „ველო კლუბე“ 6:0 დაამარცხა.
„სანტოსის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა მუხლის ოპერაციის შემდეგ თავისი გუნდის შემადგენლობაში 2026 წლის სეზონის პირველ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე მან 10 თამაში გამოტოვა.
34 წლის ბრაზილიელი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლაზე შევიდა.
ნეიმარის კონტრაქტი „სანტოსთან“ 2026 წლის 31 დეკემბრამდეა გათვლილი. გუნდი რვა მატჩის შემდეგ 12 ქულით პაულისტას ცხრილში მერვე ადგილზეა. „ველო კლუბი“ (რვა მატჩის შემდეგ ხუთი ქულა) მე-15-ზე.







