ფეხბურთი

16:47 | 16.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ უძლიერესი ნაკრებები დაასახელა

მადრიდის „რეალის“ გარემარბმა ვინისიუს ჟუნიორმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ უძლიერესი ნაკრებები დაასახელა. ბრაზილიელის თქმით, მათ შორის არიან არგენტინა, საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია.

„მსოფლიო ჩემპიონატის წინ საუკეთესო ნაკრებები? ბევრია. მომწონს პორტუგალიის, ესპანეთის, საფრანგეთის და არგენტინის თამაშის სტილი. ეს ოთხი გუნდი საუკეთესოა. ისინი დიდად არ შეცვლილან ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ“, - ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე Madrid Xtra.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში. არგენტინა მოქმედი ჩემპიონია.

თეგებივინისიუსი
0.090274