„არსენალმა“ ასოციაციის თასის 1/16 ფინალში „უიგან ატლეტიკი“ 4:0 დაამარცხა და პირველ 30 წუთში ოთხი გოლი გაიტანა. თამაში გუშინ ღამით, 15 თებერვალს გაიმართა.
Opta Sports-ის ცნობით, ლონდონელები 1992/93 წლების სეზონის შემდეგ პირველი პრემიერ ლიგის გუნდი გახდნენ, რომელმაც ამ შეჯიბრში თამაშის პირველ ნახევარ საათში ოთხი გოლი გაიტანა.
„არსენალი“ ამჟამად პრემიერ ლიგას ლიდერობს. „მანჩესტერ სიტი“ მეორე ადგილზეა და „არსენალს“ ოთხი ქულით ჩამორჩება. „მეთოფეები“ შემდეგ მატჩს ოთხშაბათს სტუმრად „ვულვერჰემპტონთან“ გამართავენ. თამაში პრემიერლიგის ფარგლებში გაიმართება.







