რუმინეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გაიხსენა თავისი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი. 1985 წლიდან 1990 წლამდე ის ბუქარესტის „დინამოს“ წვრთნიდა.
„სტუდენტებს ვთხოვდი, ტრიბუნებიდან ჩაეწერათ მატჩები. შემდეგ ვუყურებდი ჩანაწერებს, რაც გუნდის თამაშის ანალიზში მეხმარებოდა. დასკვნებს გამოვიტანდი და ფეხბურთელებს გადავცემდი. ვიდეოს ჩვენება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე უბრალოდ ვერბალურად ახსნა.
ჩემმა მეგობარმა, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობდა, ინგლისური ფეხბურთის ჩანაწერები გამომიგზავნა - სრული მატჩები ან მატჩების მნიშვნელოვანი მომენტები. მათი წყალობით, დავიწყე იმის გაგება, თუ რა ხდებოდა რუმინეთის გარეთ. მაშინ ეს იყო საერთაშორისო ფეხბურთის ნახვის ერთადერთი გზა.
რუმინეთის ეროვნული ნაკრები? არავის სურდა სამსახური და უარს ვერ ვეტყოდი. იმის დასტური ვარ, რომ ცხოვრება 80 წლის ასაკშიც კი გრძელდება“, - ციტირებს L'Équipe ლუჩესკუს სიტყვებს.
ლუჩესკუ რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს 2024 წლის აგვისტოდან წვრთნის. ამ გაზაფხულზე გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. მათი პირველი მეტოქე თურქეთი იქნება, მატჩი კი 2026 წლის 26 მარტს გაიმართება.
ახლახან ლუჩესკუ გულის შეტევით ჰოსპიტალში მოხვდა, თუმცა ის მალევე გამოწერეს.







