ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, „ბენფიკამ“ ჩემპიონთა ლიგის მეფე დაჭრა, დაჭრილი მეფე კი საშიშია:
„როდესაც თამაშის შემდეგ „რეალის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მაისური მომცა, ხუმრობით ჩემს კოლეგებს მასზე გამოსახული სიმბოლო ვაჩვენე - 15 ჩემპიონთა ლიგა. ისინი მეფეები არიან. ეს მხოლოდ ისტორია არაა, ამ ტურნირის ფაორიტის წინააღმდეგ ვითამაშებთ.
ვიცით, რა გავუკეთეთ ჩემპიონთა ლიგის მეფეს და ისინი დაჭრილები არიან. და, დაჭრილი მეფე საშიშია“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ „ბენფიკამ“ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის ბოლო ტურში 4:2 დაამარცხა და ამის ხარჯზე გავიდა მომდევნო ეტაპზე, ხოლო „რეალი“ ამ წაგებით ვერ მოხვდა ტოპ 8-ში, რაც პირდაპირ მერვედფინალში გაიყვანდა. შესაბამისად, ახლა გუნდები ისევ შეხვდებიან.
პირველი მატჩი 17 თებერვალს, 23:55 საათზე გაიმართება.







