საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
სერბმა სპეციალისტმა გაფართოებულ განაცხადში 24 კალათბურთელი შეიყვანა, მათ შორის, ლეგიონერებიც და მარკის რიდი, რომელიც ნაკრების ახალი ნატურალიზებული კალათბურთელია.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მარკის რიდი (ტრაბზონსპორი), რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი (კსუ), მათე ხატიაშვილი (ბასკონია), ლუკა ზაქრაძე (რაში), დუდა სანაძე (პალმერ ბასკეტი), სანდრო სანაძე (მარგვეთი), გიორგი კობახიძე (მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კსუ), ლევან გოგიჩაიშვილი (ვსა), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), გიორგი სულაბერიძე (ქუთაისი), ანზორ ნადირაძე (ვსა), თორნიკე შენგელია (ბარსელონა), ბექა ბურჯანაძე (გრანადა), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე), ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი), ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომან ჭინჭარაული (მარგვეთი), ვილი ისიანი (რუსთავი).
საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში ორი მარცხი აქვს - უკრაინასთან 79:92 და ესპანეთთან 61:90, ხოლო დანიის ნაკრებს 27 თებერვალს სტუმრად დაუპირისპირდება, 2 მარტს - თბილისში.
ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი 2 მარცხით დაიწყო. საქართველომ 27 ნოემბერს შინ უკრაინასთან წააგო, 30-ში კი სტუმრად, ესპანეთთან. მათ გარდა 4-გუნდიან ჯგუფში დანიაცაა, რომელთან მატჩებსაც საქართველო ამ სანაკრებო ფანჯარაში – 27 თებერვალსა და 2 მარტს მოილევს. 2 მარცხის შემდეგ ჯიკიჩის გუნდს მოგებები სჭირდება, რათა ჯგუფიდან გასვლა მოახერხოს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკვალიფიკაციო 2 ჯგუფურ ეტაპად არის დაყოფილი. პირველ ეტაპზე 32 ნაკრები 8 ჯგუფშია გადანაწილებული და მომდევნო ეტაპზე თითოეული ჯგუფის 3 საუკეთესო, მთლიანობაში 24 გუნდი გადის. საქართველო A ჯგუფშია და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში B ჯგუფის 3 საუკეთესოსთან მოხვდება, სადაც საბერძნეთი, პორტუგალია, მონტენეგრო და რუმინეთი არიან. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდები აღარ შეხვდებიან იმ ნაკრებებს, რომლებთანაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე იყვნენ. მათთან ნაჩვენები შედეგები მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების დანიასთან მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპი ორად იყოფა. პირველ ეტაპზე, თბილისში მხოლოდ სუპერლიგის მოთამაშეები მოიყრიან თავს და ალეკსანდარ ჯიკიჩისა და მისი ასისტენტების მეთვალყურეობით ივარჯიშებენ საიმისოდ, რომ დანიაში 23 თებერვლიდან დაგეგმილ შეკრებაზე მოიპოვონ ადგილი. თბილისის შეკრება 17 თებერვალს დაიწყება და მასში სუპერლიგის 15 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას.
გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი (კსუ-კავკასია), ლუკა ზაქრაძე (რაში), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე (ორივე მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კსუ-კავკასია), ლევან გოგიჩაიშვილი (ვსა), კახა ჯინჭარაძე, გიორგი სულაბერიძე (ორივე ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ანზორ ნადირაძე, ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომან ჭინჭარაული (მარგვეთი), ვილი ისიანი (რუსთავი).
ამ მოთამაშეებიდან მწვრთნელები 5 საუკეთესოს შეარჩვენ, რომლებიც 22 თებერვალს დანიაში გაემგზავრებიან. იმავე დღეს, თორნიკე შენგელიას გარდა კოპენჰაგენში ჩავლენ ჩვენი ლეგიონერები. რატი ანდრონიკაშვილი, მათე ხატიაშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, ცოტნე ცარციძე. მარკის რიდის ამბავი ჯერ გაურკვეველია. თუ თასის გათამაშებიდან ტრაბზონი გამოვარდება, რიდი თბილისში ჩამოვა, თუ არადა, ახალი ნატურალიზებული ამერიკელი ჩვენს ნაკრებს დანიაში შეუერთდება. მოგეხსენებათ, შენგელიას 25 თებერვალს ბარსელონას შემადგენლობაში ევროლიგის მატჩი ელის და მისი დასრულების შემდეგ ის ჩვენს ნაკრებს კოპენჰაგენში, დანიასთან მატჩის წინა დღეს, 26 თებერვალს შეუერთდება.
შესაბამისად, 13 კალათბურთელი (8 ლეგიონერი და 5 სუპერლიგის მოთამაშე) 23-26 თებერვალს კოპენჰაგენში, გენერალურ შეკრებას გაივლის და მათ ნაკრების კაპიტანიც შეუერთდება. 26 თებერვალს ალეკსანდარ ჯიკიჩი დანიასთან მატჩისთვის 12 კალათბურთელს დაასახელებს.







