სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:56 | 16.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ორი კოლოსალური უსამართლობის შემდეგ კივუმ კალულუს სულელი უწოდა, ეს ძნელად მისაღებია"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პიერ კალულუ დაიცვა, რომელსაც „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ სულელი უწოდა.

კალულუ „ინტერთან“ შეხვედრაში მსაჯის შეცდომის გამო გააძევეს, მაგრამ მსაჯი რომ შეცდა, კივუმ მატჩის მერე არ აღიარა, პირიქით, თქვა, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა სულელურად იმოქმედა.

სწორედ ამ განცხადებას სპალეტიმ დღეს უპასუხა „გალათასარაისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე:

„სამწუხაროა, რაც მოხდა. არ შემიძლია ვმართო ის, რასაც გარკვეული სიტუაციები ქმნის, მაგრამ შემიძლია ჩემი მოთამაშეები გავაძლიერო, რათა სხვებმა არ გამოიყენონ შესაძლებლობა, რომ ისინი რთულ მდგომარეობაში ჩააყენონ. მე ელკანისა და დირექტორების სიტყვებზე მაღლა არ ვსაუბრობ, რადგან მათ ილაპარაკეს. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ვწუხვარ, კალულუს მსგავს კარგ ბიჭს, თამაშში ორი კოლოსალური უსამართლობის შემდეგ, კივუ სულელს უწოდებს. ეს კი ძნელად მისაღებია, თორემ მეც უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის უფლება, „ინტერის“ ფეხბურთელების საქციელზე მესაუბრა, რასაც არ გავაკეთებ! კარგად ვიცნობ კრისტიანს, ამიტომ მისგან მიკვირს... მან ალბათ გააცნობიერა თავისი შეცდომა.

რამდენად მნიშვნელოვანია „გალათასარაისთან“ მატჩი? როდესაც ორმატჩიანი დაპირისპირებაა, ორივე თამაში მნიშვნელოვანია: ეს არის მატჩები, სადაც პროჟექტორები შენსკენაა მომართული, მზე ყველა მხრიდან ანათებს, ჩრდილი არ არის, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს. მილანში ჩემი ფეხბურთელების დამოკიდებულება ძალიან მომეწონა. ამ მატჩის შემდეგ ვუთხარი მათ: „ძალიან ვამაყობ თქვენით და მსოფლიოში არცერთ გუნდში არ გაგცვლიდით“. გუნდურად უნდა ვითამაშოთ, კარგად გავუძლოთ მოწინააღმდეგის საწყის ზეწოლას, ვითამაშოთ ფეხბურთი, ჩვენი ფეხბურთი, პასებით თამაშის კონტროლი შეგვიძლია“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „გალათასარაისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 17 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.

0.168423