ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ის ყოველთვის მადრიდისტად დარჩება, მაგრამ ახლა მისი მიზანია, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგიდან გააგდოს.
“მე ვარ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მწვრთნელთაგანი, ვინც „რეალი“ გათავისუფლების გარეშე დატოვა. როდესაც შენი ნებით მიდიხარ, უფრო გაფასებენ. წასვლის დღეს პრეზიდენტმა მითხრა: რთული საქმეები გაიარე, ახლა ადვილი მოდის. ყველაფერი გავაკეთე „რეალისთვის“. ამიტომაც მცემენ პატივს ხალხი. სამუდამოდ მადრიდისტა ვიქნები. ეს კავშირი არასდროს დასრულდება.
ფლორენტინო პერესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მან მომწერა, როდესაც „ბენფიკაში“ გავაფორმე კონტრაქტი და მითხრა: მიხარია, რომ ისევ ტოპ კლუბს უერთდები.
მინდა, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგიდან გავაგდოო... მაგრამ ძალიან მინდა, რომ „რეალმა“ ლა ლიგა მოიგოს და მინდა, რომ არბელოა მათ მწვრთნელად მრავალი წლის განმავლობაში დარჩეს. ის ნამდვილი მადრიდისტაა.
შეგიძლიათ უარი უთხრათ ფლორენტინო პერესსა და „რეალს“? დიახ, შესაძლებელია. მეც შემიძლია ამის გაკეთება“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ „ბენფიკასა“ და „რეალის“ მატჩი 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.







