ესპანეთის ლა ლიგაში „ბარსელონამ“ ლიდერობა დაკარგა. 24-ე ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი „ჟირონასთან“ მოულოდნელად დამარცხდა.
45-ე წუთზე „ბარსას“ დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ლამინ იამალმა პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, სტუმრები მაინც გავიდნენ წინ, 59-ე წუთზე პაუ კუბარსიმ მოახერხა გატანა. თუმცა, „ბარსა“ მხოლოდ ორი წუთი იგებდა.
ტომას ლემარმა მალევე გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ფრან ბელტრანმა „ჟირონა“ დააწინაურა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ბარსელონა“ ყველა ტურნირის გათვალისწინებით ზედიზედ მეორედ დამარცხდა, რადგან შუა კვირაში ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ 0:4 განადგურდა...
„ბარსელონა“ 58 ქულით მეორე ადგილზეა, მადრიდის „რეალს“ ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში „ლევანტეს“ 22 თებერვალს, უმასპინძლებს.







