სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:01 | 17.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: "მიზანი მხოლოდ "ბენფიკას" დამარცხება კი არა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა არვალო არბელოამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "ბენფიკასთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"რთული მატჩი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, მატჩის სცენარი დაახლოებით იგივე შინაარსის იქნება, რაც სამი კვირის წინ იყო და ისინი უფრო მეტად იქნებიან თავდაჯერებულნი. ჩვენი მიზანი შურისძიება და მხოლოდ "ბენფიკას" დამარცხება არ არის, მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა", - განაცხადა არბელოამ.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკამ“ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის ბოლო ტურში 4:2 დაამარცხა და ამის ხარჯზე გავიდა მომდევნო ეტაპზე, ხოლო „რეალი“ ამ წაგებით ვერ მოხვდა ტოპ 8-ში, რაც პირდაპირ მერვედფინალში გაიყვანდა. შესაბამისად, ახლა გუნდები ისევ შეხვდებიან. პირველი მატჩი 17 თებერვალს, 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162406