როტერდამის "ფეინოორდი" სავარჯიშო პროცესებს ბელგიაში ატარებს, ამის მიზეზი კი კლუბის ინგლისელი ახალწვეული რაჰიმ სტერლინგია. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა SunSport-ი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ინგლისელ შემტევს ამ ეტაპზე ნიდერლანდებში სამუშაო ნებართვა ჯერ არ აქვს მიღებული, რის გამოც კლუბმა ვარჯიშების ლოკაციის შეცვლა გადაწყვიტა.
გუნდი ამჟამად ბელგიაში ემზადება, რათა სტერლინგს სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცეს. კლუბის გადაწყვეტილება დროებითია და მიზნად ისახავს, რომ ფეხბურთელმა სწრაფად გაიაროს ადაპტაცია ახალ გარემოსა და გუნდთან. ნიდერლანდებში შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, "ფეიენოორდი" ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
რაჰიმ სტერლინგი "ფეინოორდს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ის ბოლოს „ჩელსიში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 81 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა. მას ასეევ უთამაშია „არსენალში“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულში“.







